Wednesday, April 27, 2016

,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია''

 
    სამყაროში იბრძვის ორი ძალა: ბოროტება და სიკეთე. ბოროთება და სიკეთე ადამიანის აზროვნების ნაყოფია. ბოროტება ეს არ არის სიკეთესთან ერთად თანაარსებული, ეს არის სიკეთის დამახინჯება. როგორც თეოფილე ანტიოქელი წერს: ღმერთმა ადამიანი არც მოკვდავი შექმნა და არც უკვდავი, არამედ მასში ორივე შესაძლებლობა იყო ჩადებული, თუკი ადამიანი იმისკენ იქნებოდა მიდრეკილი, რაც უკვდავებისკენ მიგიძღვის, მაშინ იგი ღვთის მცნებას დაიცავდა და სანაცვლოდ კი ღვთისგან უკვდავებას მიიღებდა, ხოლო თუკი ის მომაკვდინებელი საქმეებისკენ იქნებოდა მიმართული და ღმერთს არ დაემორჩილებოდა, ის თავის სიცოცხლეშივე იქნებოდა დამნაშავე. სამწუხაროდ, ადამიანმა დაამახინჯა სიკეთე და მიიღო ის სისტემა რასაც ბოროტება ჰქვია.
   ,,ვეფხისტყაოსანში'' იდეალური სიყვარულის, სამართლიანობის და ჰარმონიის სუფევა, სიკეთის მიერ ბოროტების ძლევა მოქმედი ძალების დაუფლებით მიიღწევა.
  გულანშაროს არარაინდული რეალობა ,,ვეფხისტყაოსანში'' თითქოს ბნელი სარდაფია, სადაც ავთანდილი - შეყვარებული და მეოცნებე, კეთილშობილი რაინდი აუცილებლობის ძალით უნდა ჩავიდეს და იქ ეძებოს სამყაროდან გაუჩინარებული დიდი სინათლის ანარეკლი.ავთანდილი გულანშროში შესვლას ცდილობს ვაჭრის სახით, რადგან დაეხმაროს თავის ძმადნაფიც ტარიელს სატრფოს დაბრუნრბაში და ცდილობს ბოროტება სიკეთით სძლიოს. სამი ძმადნაფიცი მეგობარი  ებრძვის ხორცშესხმულ ქაჯებს და ამარცხებენ კიდეც.
   ბოროთება ბოროტებისვე ძალით მარცხდება. ბოროტებას, რათქმაუნდა ამარცხებს სიკეთე - სიყვარული, მოყვასის ერთგულება, მისთვის თავდადება და სამართლიანობის აღსრულებისკენ სწრაფვა. გულანშაროშიც ავთანდილის მამოძრავებელი ეს გრძნობები და  ფასეულობებია, ისინი ანიჭებენ მას წარმატებისთვის აუცილებელ ენერგიას.
   ჩემი აზრით, ბოროტება მუდმივად იქნება დაძლეული სიკეთით, რათქმაუნდა არის პერიოდი, როცა ბოროტება ზეიმობს, მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება სიკეთის გამარჯვება. ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე და ვეღარ ვხვდებით რომელია ,,მოგებული'' და რომელი ,,წაგებული''. როგორც შოთა რუსთაველი ამბობს: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია'' - სიკეთის არსება უფრო ,,გრძელია'' ანუ იგი უფრო დიდხანს გრძელდება ვიდრე ბოროტება და საბოლოოდ ბოროტება სიკეთით იძლევა.